ესპანეთში ყოველი ტრამიტე empadronamiento-თი იწყება. TIE, Arraigo, მოქალაქეობა, სკოლა, ექიმი, ბანკი — ყველგან გჭირდებათ. მაგრამ ბევრმა არ იცის რომ empadronamiento-ს ვადები აქვს, განახლება სჭირდება, და ისტორია მნიშვნელოვანია. ეს სტატია გიხსნით ყველაფერს დეტალურად.
Empadronamiento არის ოფიციალური რეგისტრაცია Ayuntamiento-ს Padrón Municipal-ში — ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სიაში. ეს ადასტურებს რომ ესპანეთის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ცხოვრობთ.
მნიშვნელოვანი: empadronamiento ≠ residencia. empadronamiento არ გაძლევთ ლეგალურ სტატუსს. მაგრამ — ადასტურებს სად და რამდენი ხანია ცხოვრობთ.
ყველა — ესპანელი, ქართველი, ევროპელი, irregular სტატუსი — სულ ყველა ვინც ესპანეთში ცხოვრობს. Ayuntamiento ვალდებულია ყველა დაარეგისტრიროს, სტატუსის გურჩევლად.
ეს ნიშნავს — თუ ჯერ TIE არ გაქვთ, მაინც შეიძლება empadronamiento. და უნდა გააკეთოთ — რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.
Extranjería:
Arraigo Social — 2 წლის ყოფნა empadronamiento-ს ისტორიით
TIE-ის განახლება — empadronamiento ცნობა 3 თვეზე ნაკლები
მოქალაქეობა — empadronamiento-ს ისტორია
Pareja de Hecho — ორივე პარტნიორი ერთ მისამართზე
ყოველდღიური ცხოვრება:
სამედიცინო ბარათი (Tarjeta Sanitaria)
ბავშვების სკოლა
ბანკის ანგარიშის გახსნა
ელექტრო, წყალი, ინტერნეტის კავშირი
ყოველი სახელმწიფო ტრამიტე
თუ ქირის კონტრაქტი გაქვს:
პასპორტი ან TIE — ორიგინალი + ასლი
ქირის კონტრაქტი — ორიგინალი + ასლი
Hoja Padronal — Ayuntamiento-ში გაძლევენ, შეავსეთ
თუ ქირის კონტრაქტი არ გაქვთ (ოთახი, მეგობართან):
პასპორტი ან TIE
მთავარი დამქირავებლის ავტორიზაცია — ხელმოწერილი
მთავარი დამქირავებლის პასპორტი/TIE-ის ასლი
ქირის კონტრაქტი ან საკუთრების ცნობა
თუ საერთოდ არ გაქვთ საცხოვრებლის დოკუმენტი:
ნოტარიუსის ცნობა (Acta Notarial de Presencia) — ნოტარიუსი ადასტურებს რომ ფიზიკურად ხარ ამ მისამართზე
ეს გამოსავალია irregular სიტუაციებში
შვილებისთვის:
დაბადების მოწმობა ან Libro de Familia
ქართველი — Temporary TIE - ყოველ 2 წელში
ქართველი — Larga Duración - არ სჭირდება განახლება
EU მოქალაქე - ყოველ 5 წელში
ესპანელი - არ სჭირდება
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: თუ Temporary TIE გაქვთ — ყოველ 2 წელში განახლება სავალდებულოა. თუ არ განაახლეთ — Ayuntamiento გშლით მისამართიდან თქვენი ნებართვის გარეშე.
ითვლება empadronamiento-ს გაკეთებიდან, ან ბოლო განახლებიდან.
პრაქტიკულად: Ayuntamiento ჩვეულებრივ გაფრთხილების წერილს გიგზავნით — მაგრამ ყოველთვის არ გიგზავნით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ — არ დაელოდოთ წერილს.
ბევრი ამ ორს ურევს — და ეს ძვირი ჯდება.
Volante de Empadronamiento:
მაშინვე გაძლევენ
Basic trámite-ებისთვის — cita previa, ბანკი, სკოლა
Ayuntamiento-ში უფასოდ, ან ონლაინ
Certificado de Empadronamiento:
რამდენიმე დღე — ოფიციალური ხელმოწერა, გამოიყენება extranjería-ს ტრამიტეებში
TIE-ის განახლება, Arraigo, მოქალაქეობა — მხოლოდ Certificado
Ayuntamiento-ში cita previa
Certificado Histórico:
ყველა empadronamiento-ს ჩანაწერი — ყველა მისამართი, ყველა თარიღი
Arraigo-სთვის, მოქალაქეობისთვის — ეს გჭირდებათ
თუ რამდენიმე ქალაქში ცხოვრობდით — ყველა Ayuntamiento-დან უნდა აიღოთ
გადახვედით სხვა ბინაში → 15 დღის განმავლობაში ახალ მისამართზე empadronamiento უნდა გადაიტანოთ.
რატომ ეს მნიშვნელოვანია:
extranjería ასევე სჭირდება განახლება (2025-დან — Policía Nacional-ში, 30 დღეში)
Pareja de Hecho-ში — ორი სხვადასხვა მისამართი = პრობლემა
Arraigo-სთვის — ხარვეზი ისტორიაში = continuidad ირღვევა
კონტრაქტი ან ქირა empadronamiento-ს ვერ ანაცვლებს
Baja de Oficio: Ayuntamiento გშლით სიდან — ანუ ვეღარ ხართ empadronado. ეს ხდება:
2 წელი გავიდა და არ განაახლეთ
ოფისმა გამოაგზავნა შეტყობინება, ვერ მიიღეთ (ძველი მისამართი)
თქვენი ნებართვის გარეშე
რა კარგება:
Arraigo-სთვის — ის წლები არ ითვლება continuidad-ში
მოქალაქეობისთვის — ხარვეზი ჩნდება ისტორიაში
TIE-ის განახლებაზე — Certificado ვეღარ წარადგენთ
გამოსავალი ხარვეზის შემთხვევაში: სხვა დოკუმენტებით შეიძლება დაამტკიცოთ რომ ესპანეთში იყავით — ბანკის ამონაწერი, ნომინა, ექიმის ვიზიტები. მაგრამ ეს რთულია და ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალური.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფო irregular ადამიანებისთვის:
Ayuntamiento ვალდებულია დაარეგისტრიროს — სტატუსი არ აქვს მნიშვნელობა
Arraigo Social — 2 წლის ყოფნა + empadronamiento ისტორია
ყოველი დღე ითვლება — გამოტოვებული დრო ვეღარ დაბრუნდება
ჩამოხვედით? პირველ კვირაში გააკეთეთ
ოფისი: OAC (Oficina d'Atenció al Ciutadà) — ბარსელონაში ბევრია, cita previa aidime.barcelona.cat-ზე
ონლაინ: sede.barcelona.cat — Certificado Digital ან Cl@ve სჭირდება
რამდენი ხანი:
Volante — იმავე დღეს ან ონლაინ დაუყოვნებლივ
Certificado — 1-5 დღე
Certificado Histórico — 5-15 დღე
შეცდომა 1 — 2 წელი გავიდა, არ განაახლეთ მისამართიდან წაიშლებით — ის წლები კარგდება. გამოსავალი: კალენდარში ჩაიწერე განახლების თარიღი.
შეცდომა 2 — გადახვედით, empadronamiento არ გადაიტანეთ Pareja de Hecho-ს და Arraigo-ს ისტორიაში ხარვეზი გაჩნდება. გამოსავალი: გადასვლისთანავე — empadronamiento.
შეცდომა 3 — Volante წარადგინეთ სადაც Certificado სჭირდებოდა TIE-ის განახლებაზე ან Arraigo-ზე უარი. გამოსავალი: ყოველთვის გაარკვიეთ წინასწარ.
შეცდომა 4 — Histórico-ს მხოლოდ ბოლო ქალაქიდან აიღეთ Arraigo-სთვის ყველა ქალაქის Histórico სჭირდება. გამოსავალი: ყველა Ayuntamiento-ს გამოთხოვეთ.
1. ჩამოხვედით → პირველ კვირაში empadronamiento
2. გადახვედით → 15 დღეში ახალ მისამართზე გადაიტანეთ
3. Temporary TIE გაქვთ → ყოველ 2 წელში განახლება — ნუ დაელოდებით წერილს
4. სერიოზულ trámite-ზე → Certificado, არა Volante
5. Arraigo-სთვის ან მოქალაქეობისთვის → Certificado Histórico — ყველა ქალაქიდან
კითხვა გაქვთ ან დახმარება გჭირდებათ empadronamiento-სთან დაკავშირებით? მოგვწერეთ — სიამოვნებით დაგეხმარებით.
Legal Solution EU | legalsolution.info | @legalsolution_eu